LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენჯერ სცადეს ზელენსკის მოკვლა

იცოდნენ ოკუპანტებმა და კოლაბორაციონისტებმა ჩვენ არაფერს დავივიწყებთ, ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ-ზელენსკი

დაპოსტა 2022/03/13-ში
A A
92
ნახვა
გაზიარება

რუსული აგრესიის 17 დღე და ვითარება უკრაინაში – ქვეყნის პრეზიდენტმა შემაჯამებელი მიმართვა გაავრცელა, სადაც ისაუბრა რა გეგმები აქვს რუსეთს ხერსონის რეგიონზე, ასევე დასავლეთს შეახსენა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და დახმარება უკრაინისთვის და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა 106-ს უკრაინელს, რომელთა შორის 17 ომში დაიღუპა:

“ბრძენი ერი,  ძლიერი ქვეყანა

დასრულდა ომის მე-17 დღე. ომი, რომელშიც თავისუფლებისთვის ვიბრძვით და უფლებისთვის ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც ჩვენს წინააღმდეგ, ან ჩვენს ნაცვლად მოიფიქრეს.

რუს ოკუპანტებს ჩვენი დამარცხების საშუალება და უნარი არ აქვთ. მათ გათვლები აქვთ მხოლოდ აგრესიაზე, ტერორზე, ძალადობაზე და არმიაზე, რომელიც მათ ძალიან დიდი ჰყავთ, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი ბუნებრივი პირობები ამის გასაკეთებლად.

მათ ასევე არ აქვთ ბედნიერების შეგრძნების უნარი. არ იციან ოცნება, ორგანულად ვერ ახერხებენ ააწყონ ბედნიერი ცხოვრება. სადაც კი მივიდნენ ყველგან მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან.

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი სახელმწიფო აქციოს ლუგანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ ანალოგად. ზონა, რომელიც იზოლირებულია მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ზონა, სადაც მხოლოდ ძალადობაზეა დაფუძნებული ყველანაირი ღირებულებები და ადამიანები მხოლოდ გაქცევას ცდილობენ.

დააკვირდით ვინ გარბის რუსეთიდან და ვის გააქვს საკუთარი ბიზნესი სხვა ქვეყნებში. ესენი არიან პროგრამისტები, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში თავისუფალი სივრცე არ აქვთ, ბიზნესმენები რომლებიც მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ, რომ რაღაცას წაართმევენ, მსახიობები, რომლებიც გრძნობენ რომ ქვეყანაში სადაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს, ჩალის ფასი აქვს ხელოვნებასაც.

ზუსტად ის, რაც დღეს სჭირს რუსეთს, ელოდება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს და ეს იქნება სრული დეგრადაცია.

ხერსონის ოლქში ცდილობენ შექმნან ე.წ., ფსევდორესპუბლიკა. აშანტაჟებენ ადგილობრივ დეპუტატებს, ხელმძღვანელებს და ეძებენ ისეთ ადამიანებს, ვის მოსყიდვასაც შეძლებენ. მიზანი ერთია – შექმნან ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკა.

მათი მიზანია შექმნან გაურკვეველი კომიტეტები, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან.
იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება მსგავს სისულელეს და ოკუპანტების პირობებს დათანხმდეს, გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ სამარეს ითხრით, ისევე როგორც ის ათასობით რუსი ჯარისკაცი.

დღეს ხერსონში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებმა სხდომა ჩაატარეს და 44-ვემ მხარი დაუჭირა, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილია. ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა დაგვჭირდება დრო და ძალები, რომ ეს პროპაგანდისტული და ძალადობრივი მანქანა გადავტეხოთ.

ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ არ ვართ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ხალხს ყოველ ნაბიჯზე ატყუებს. გვჭირდება ბრძოლის გაგრძელება, მედგრად დგომა და მოთმენა. უნდა მოვძებნოთ გზები, რომელიც მოგვცემს საშუალებას მტერი განვდევნოთ.

ასევე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დიპლომატიურ ასპარეზზე იგივე შემართებით, რა შემართებითაც ვიბრძვით და ჩვენი ტაქტიკით საწადელს მივაღწევთ.
მინდა იცოდნენ ოკუპანტებმა და კოლაბორაციონისტებმა ჩვენ არაფერს დავივიწყებთ, ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ.

დღეს ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით, 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. გავგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთებიც, რომლებიც ქალაქებში ხვალ შუადღეს ჩავა.
ყოველ დღე ვესაუბრები ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს და ვეუბნებით, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი დახმარება, ეს იქნება დახმარება დანარჩენი ევროპისთვისაც. რადგან, ბოროტება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, არ და ვერ გაჩერდება.

შეგიძლიათ გამოკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა და მიხვდებით, რომ უკრაინა ლიდერია იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ხალხს მოსწონს, ხოლო რუსეთი არამხოლოდ ბოროტი ქვეყნის სიაშია, არამედ ის უფრო ბოროტია ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. ასე ფიქრობენ უბრალო ადამიანები აშშ-ში, ევროპაში და ამისთვის მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ასევე მათი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ბრძოლის შინაარსის გაგებისთვის.

ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი ოცნების ირგვლივ და ამას ჩვენს მიწაზე მშვიდობიანი ცხოვრება ჰქვია. ყველა თავისუფალ ერს და დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უსაფრთხო ცისა და მიწის გარანტია.

მივიღე გადაწყვეტილება 106 უკრაინელს, გმირის წოდება მივანიჭო. სამწუხაროდ 17 მათგანი დაღუპულია.

სამუდამო ხსოვნა იმ გმირებს, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა.
დიდება უკრაინას” ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულმა...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაზარლოში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მანქანის სახურავზე აძვრა და...

დაწვრილებითDetails

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის  ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მთავარი

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.  ...

დაწვრილებითDetails

სროლა თბილისში – რა მოხდა ადგილზე

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.   მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა....

დაწვრილებითDetails

ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...

დაწვრილებითDetails

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"