LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
141 შეიძლება იყოს უბრალო რიცხვიი, მაგრამ ამ რაოდენობის სახელმწიფოების ერთობა ძალიან იშვიათია- ნედ პრაისმა

141 შეიძლება იყოს უბრალო რიცხვიი, მაგრამ ამ რაოდენობის სახელმწიფოების ერთობა ძალიან იშვიათია- ნედ პრაისმა

დაპოსტა 2022/03/12-ში
A A
48
ნახვა
გაზიარება

ძალიან ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო, საქართველო არის ქვეყანა, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ, ბევრი ქართველი დღემდე ინახავს ამ მწარე მოგონებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველი, მათ შორის მთავრობაში და მოქალაქეებიც, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ კოლეგებს. რაც ჩვენ ვიხილეთ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის საერთაშორისო საზოგადოების საოცარი და ხშირ შემთხვევაში, მოულოდნელი ერთიანობა.

ამის საუკეთესო მაგალითი არის ის, რაც მოხდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც 141 სახელმწიფო ერთად დადგა და დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი დასრულება. 141 შეიძლება იყოს უბრალო ციფრი, მაგრამ ამ რაოდენობის სახელმწიფოების ერთობა ძალიან იშვიათია.

2014 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა და დაიპყრო უკრაინა, 100 ქვეყანა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც ეს ქმედება იყო დაგმობილი. 2016 წელს, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიის ქალაქი ალეპო, ეს ქმედება 122 სახელმწიფომ დაგმო. ის, რომ 141 ქვეყანა, მსოფლიო გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ჩვენი ხმა ერთიანია“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ სანქციები მუშაობს და ეს რუსეთის ეკონომიკაზეც აისახება.

„რაც შეეხება სანქციების ეფექტურობას, რთულია ამაზე იდავო. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი საზომით იხელმძღვანელოთ, რომლითაც იზომება მათი გავლენა რუსულ ეკონომიკაზე. რუბლი ახლა გაუფასურებულია. საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ რუსეთს.

ის ფაქტი, რომ რუსეთმა გააორმაგა საპროცენტო განაკვეთი, ეს გრძელვადიან პერიოდში აუტანელი იქნება. შედეგად ინფლაცია იზრდება. რუსეთის საფონდო ბირჟა კი ოთხი დღეა, არ მუშაობს. იმის თქმა ნამდვილად შეუძლებელია, რომ ეს სანქციები საკმარისად ძლიერი არ არის. ეს აისახება კიდეც რუსეთის ეკონომიკაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მხარი დაუჭიროს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ასევე დადგეს მთავარი პრინციპების დასაცავად, რომლებიც საფუძვლად უდევს წესებზე დამყარებულ წესრიგს, რომელმაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაიცვა სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უპრეცედენტო დონე. ეს ის პრინციპებია, როლებიც რუსეთმა 2008 წელს დაარღვია, როდესაც რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში და იგივე პრინციპს არღვევს ვლადიმერ პუტინი დღესაც.

იდეა, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი, რომ დიდმა ქვეყნებმა არ უნდა დაჩაგრონ პატარა ქვეყნები. იდეა, რომ ძლიერი ყოველთვის მართალი არ არის. ყველაფერი ეს, ახლა ფსონზე დევს, როგორც ევროპაში, ისე ინდო-წყნარ ოკეანეთში და სხვაგანაც. ჩვენ მოვუწოდეთ ყველა ქვეყანას, გვერდით დაუდგნენ უკრაინას ამ უფრო ფართო პრინციპების დაცვაში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულმა...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაზარლოში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მანქანის სახურავზე აძვრა და...

დაწვრილებითDetails

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის  ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მთავარი

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.  ...

დაწვრილებითDetails

სროლა თბილისში – რა მოხდა ადგილზე

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.   მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა....

დაწვრილებითDetails

ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...

დაწვრილებითDetails

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"