უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ არ იციან როგორია რადიაციის დონე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე, აცხადებენ, რომ მათ კონტროლი აღარ აქვთ ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზეც, მას შემდეგ რაც ის რუსულმა ძალებმა დაიკავეს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მოგვიანებით, ოფიციალურმა კიევმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთმა ჩერნობილი ქვეყნის ელექტროქსელიდან გათიშა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშენკოს თქმით, ხელისუფლებას არ აქვს კონტროლი იმაზეც, რაც ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზე ხდება.
„ევროპის უდიდესი ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა გასულ კვირას დაიპყრეს, სადაც ახლა ვლადიმერ პუტინის 400 ჯარისკაცია განთავსებული“, – აღნიშნა გალუშენკომ.










