LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩაპას წერილი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს

ჩაპას წერილი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს

დაპოსტა 2022/03/08-ში
A A
306
ნახვა
გაზიარება

,,ჩაპას წერილი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს” – ამ სათაურით წერილს სოციალურ ქსელში რაულ ჩილაჩავა ავრცელებს

 

,,მე ერთი ჩვეულებრივი ძაღლი ვარ, მუყაოს ყუთში მიპოვეს ჯერ კიდევ თვალაუხელელილ ლეკვი და ჩაპა დამარქვეს. მალე გავიგე, რომ ჩემს ნათლიებს ია და რაული რქმევიათ.

ხოლო ქალაქი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიევი ყოფილა. მას შემდეგ შვიდი წელიგ გავიდა და ძაღლის კვალობაზე მთლად პატარაც არ მეთქმის. ასე რომ, ვიცი, რასაც ვამბობდ და დამეჯერება კიდეც.

გარეთ, ქუჩაში, თოვლსა და ყინვაში არასოდეს მიცხოვრია, სულ მანებივრებდნენ, თავსმ მევლებოდნენ, ალერსსა და სიყვარულში მზრდიდნენ. პირველი შოკი მაშინ განვიცადე,როცა ია, რომელსაც შვილებში არ გამოვერჩეოდი, უცებ გაქრა, სადღაც გაუჩინარდა დამ მანამდე ჩვენს ბედნიერ ჭერქვეშ ერთბაშად სიცარიელემ და მწუხარებამ დაისადგურა.

მაგრამ, ეტყობა, ადამიანებისა არ იყოს, საბოლოოდ ცხოველშიც იმარჯვებს სიცოცხლის წყურვილი. ახლა უკვე რაული გახდა ჩემი უახლოესი მეგობარი და ცხოვრებაც თითქოს კალაპოტში ჩადგა. ვცდილობდი, მისთვის მუშაობაში ხელი არ შემეშალა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით, ყოველდღე გვესეირნა ჩვენი პატარა, ვერცხლისფრად მოლივლივე ტბის ძეწნებით დაყურსულ სანაპიროზე, ვტკბებოდით ულამაზესი აისებითა და დაისებით, დავრბოდით, ვერთობოდით…

მაგრამ ერთ ავბედით ღამეს ეს ყველაფერი უცებ დასრულდა, გაისმა მოულოდნელი გრუხუნი და მე შინაგანმა იდუმალმა ხმამ მიკარნახა, რომ რაღაც გამოუსწორებელი და საშინელი მოხდა. გათენებას ჯერ კიდევ ორიოდე საათი აკლდა, მაგრამ ჩვენ უკვე ფეხზე ვიყავით და სულ უფრო და უფრო გვეუფლებოდა განგაშის განცდა. მთელი დღე უგუნებოდ გავატარე, ცუდი წინათგრძნობა მქონდა, გუმანით ვხვდებოდი, რომ ზღურბლზე ახალი უბედურება იდგა და მასთან შეხვედრა გარდაუვალი იყო. არცშლ შევმცდარვარ. დღე უკვე იწურებოდა, როცა ბინის კარი საგულდაგულოდ ჩავრაზეთ დან ერთი მოზრდილი ჩანთის ამარა მანქანაში ჩავსხედით.

ძალიან მიყვარს, როცა უკანა სავარძელზე მოვიკალათებ ხოლმე და ოჯახთან ერთად აგარაკზე მივემგზავრები. მინდოდა მეფიქრა, რომ გეზს ახლაც იქითკენ ავიღებდით,მაგრამ როცა გზა უსაშველოდ გაიწელა, მივხვდი, სულ სხვა მხარეს მივდიოდით. მთელი

ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თავი რაულის მუხლებზე მედო და ვერ გამეგო, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე ერთბაშად ავიყარეთ და შეუჩერებლად სადღაც მივექანებით. ერთ დღე-ღამეში თითქმის მთელი უკრაინა გადავსერეთ და ბოლოს, როგორც იქნა, რომელიღაც პატარა ქალაქის მყუდრო სასტუმროში დავბინავდით.

სასტუმროში ძაღლებს, მგონი, არ უშვებენ, მაგრამ მე არათუ შემიშვეს, დერეფანში სირბილის ნებაც დამრთეს. მომეშვა გულზე, ალბათ სამოგზაუროდ ვართ და ყველაფერი რიგზეა-მეთქი.

სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ის იყო, ნამგზავრზე ცოტა დასვენება გადავწყვიტეთ,რომ სირენის შემზარავმა ღმუილმა გააყრუა იქაურობა. რაულმა სასწრაფოდ ხელში ამიტაცა და ჩვენ სასტუმროს ყველა ბინადართან ერთად სარდაფში ან უფრო სწორად ბუნკერში დავიმალეთ, რომელიც ბომბსაფარი აღმოჩნდა. და მე იქ პირველად გავიგონე მრისხანე და სასტიკი სიტყვა: „ომი“! მთელი ის ათი დღე, რაც იმ სასტუმროში, უფრო სწორად მის ბუნკერში გავატარეთ, საჰაერო განგაშის სირენა განსაზღვრავდა ჩვენს სადღეღამისო რეჟიმს. და მე ლამის შევეჩვიე ამნაირ ყოფას, როცა მანქანაში კვლავ ჩავალაგეთ მწირი ბარგი, დავტოვეთ სასტუმრო და ჩემთვის კვლავ გაურკვეველი მიმართულებით გავწიეთ.

გზაზე ყველგან ბლოკპოსტები მოეწყოთ, მოძრაობას მთლიანად იარაღასხმული ადამიანები აკონტროლებდნენ. მანქანა უზარმაზარ საცობში აღმოჩნდა და წინ კუს ნაბიჯებით მივიწევდით. ბოლოს საერთოდ გავჩერდით, მანქანა ბენზინგასამართ სადგურთან დავტოვეთ და ექვსკილომეტრიანი გზა ფეხით გავაგრძელეთ. უშველებელ, ცოცხალ ნაკადში მეორე ახალი სიტყვაც გავიგე: „ლტოლვილი“! აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ჩვენ ლტოლვილები ვართ და თავს თუ არ ვუშველეთ, ვიღაც კაციჭამიას გიჟური აკვიატების გამო ტყვიებს გვესვრიან, რაკეტებს დაგვიშენენ, ბომბებს დაგვაყრიან.

ლტოლვილთა ამ ზღვაში უამრავი ჩემი თვისტომი მხვდება და მე მათ მიმართაც მადლიერების ვივსები, ვინც ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს ისინი არ მიატოვა.

სხვათა შორის, კრემლში მჯდომ იმ კაციჭამიასაც ჰყავს თურმე ძაღლი, რომელიც, ალბათ, უყვარს კიდეც, თუკი მისთვის საერთოდ ნაცნობია ასეთი გრძნობა. მე მინდა მივმართო მას: რას გვერჩით, რა დაგიშავეთ, რატომ გვხოცავთ, რატომ გვინგრევთ სახლ-კარს, რატომ ემუქრებით მთელ მსოფლიოს ატომური კატასტროფით? იქნებ მოეგოთ გონს, სანამ ჯერ კიდევ დროა და შეწყვიტოთ ბარბაროსული სისხლისღვრა?

შვიდი საათის მანძილზე ყინვაში დგომის მერე მე ჩემებთან ერთად გადავედი პოლონეთში, სადაც თბილად მიგვიღეს, დაგვაპურეს და თავშესაფარიც მოგვცეს.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რაულმა რომ ჩამიხუტა და ერთმანეთის გათბობას ვცდილობდით, ამ წერილის დაწერა სწორედ მაშინ გადავწყვიტე. იმ გაუსაძლის დილას სურათიც გადაუღიათ ჩვენთვის.

ახლა აცრილიც ვარ, საზღვარგარეთის პასპორტიც მაქვს და მალე საქართველოში, რაულის სამშობლოში გავფრინდები. თითქოს სამშვიდობოს გავაღწიე, მაგრამ მადარდებს მათი მდგომარეობა და მომავალი, ვინც არ იცის, საით წავიდეს, რა იღონოს,როგორ გადარჩეს.

მოგმართავთ მთელი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს: ნუ დავკბენთ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია, ნუ გამოვუტანთ სასიკვდილო განაჩენს მათ, ვისაც სიცოცხლე სწყურია! ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რათა დედამიწაზე არსებული ყველა ენიდან გაქრეს ორი საშინელი სიტყვა: „ომი“ და „ლტოლვილი“. მე ვნახე და გამოვცადე ორივე, ამიტომ არავის ვუსურვებ მათ ნახვას და განცდას. ორად ორი სიტყვა, რომელიც ამჟამად მიტრიალებს თავში, არის „მშვიდობა“ და „სიყვარული“. არ

მოგკლებოდეთ არც ერთიც და არც მეორე. თავს გაუფრთხილდით. ერთმანეთსაც.

გულწრფელად,

თქვენი ჩაპა.

ვარშავა, 7 მარტი, 2022

 

P.S. სულ ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ წერა-კითხვა საერთოდ არ ვიცი, არათუ ქართულად, უკრაინულადაც ვერ დავწერ ორ სიტყვას, ამიტომ ეს ყველაფერი რაულს ვუკარნახე, რომელიც აქვე უფრო სრულად მინდა წარმოგიდგინოთ: რაულ ჩილაჩავა, პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა

კავშირების წევრი, უკრაინის სახალხო პოეტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული

მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში 2006-2010 წლებში,

შოთა რუსთაველის პრემიისა და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატი, სამი სხვადასხვა

ქვეყნის ორდენების კავალერი.” წერს სოციალურ ქსელში რაულ ჩილაჩავა

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"