ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს :”სტამბულში მცხოვრები ჩემი მეგობარი წერს, რომ ამ წუთებში მეტროში ქალი შემოვიდა ბავშვებით. ქალს ცრემლები მოსდიოდა, ბავშვები კი ყურებჩამოყრილი იყვნენ. ვიღაც თურქი გამოელაპარაკა და დაადგინა უკრაინელები ყოფილან. მთელი ვაგონი წამომდგარა ფეხზე და ტაშს უკრავდა. ფილმში მეგონა თავიო იმნაირი ამბავი ყოფილა სტამბულის მეტროს იმ სადგურზე.
როგორ ყველას შეაძულა თავი რუსეთმა, რა სამარცხვინო პრეზიდენტი ყავთ.”
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...










