“გუშინ მოქალაქეებს სრული წინააღმდეგობისკენ მოვუწოდე. ჩვენ უნდა გავანადგუროთ მტრის კომუნიკაციები – ეს არის მეტასტაზები, რომელთა გავრცელებას ისინი ჩვენს მიწაზე ცდილობენ. რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს ჯარი აღარ არის – ისინი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა – იქნება სისხლი, ცრემლები და ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ისე გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ახლოს ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!” –
ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები ფრონტს იკავებენ, ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის – უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და თავგანწირული ბრძოლისთვის მადლობას უხდის.
ოლეკს რეზნიკოვი აცხადებს, რომ მთელი კვირაა, უკრაინა ოკუპანტებს უკუაგდებს.










