მსახიობი, პენელოპა კრუსი „ინსტაგრამზე“ ემოციურ პოსტს ავრცელებს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. მან Unicef-ის პოსტი გააზიარა. „ახლა უკრაინელ ბავშვებს ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც მშვიდობა. არც ერთმა ბავშვმა, სადაც არ უნდა დაიბადოს, გაიზარდოს ან ცხოვრობდეს, არ უნდა იცოდეს ძალადობისა და კონფლიქტის სისასტიკე. უკრაინაში მილიონობით ბავშვი შუაღამისას აფეთქებების ხმამ გააღვიძა. მათ გამო ახლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი. მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ბავშვები თავდასხმისგან. 7,5 მილიონი ბავშვი რისკის ქვეშ იმყოფება“, – წერს მსახიობი.
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი...










