ავიაკომპანიამ Wizz Air-მა გადაწყვიტა 100 000 უფასო ბილეთი გადასცეს უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო ქვეყანას ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.
უკრაინელი ლტოლვილები უფასო ბილეთით სარგებლობას პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან მოკლე მანძილის ფრენებზე შეძლებენ.











