საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ისევ შესვენება გამოცხადდა – მიხეილ სააკაშვილი პროცესზე ისევ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლოზე მეორედ გახდა შეუძლოდ.
მანამდე სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული სახელმწიფო მობილიზებული შეხვდა მტერს.










