საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
სასახლის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან საუბარი 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში დასახლებულ პუნქტებზე იერიშის შეწყვეტისკენ და ძირითადი გზების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მაკრონის ოფისის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნულთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
სასახლე ასევე იუწყება, რომ უკანასკნელი საათების განმავლობაში პრეზიდენტი მაკრონი ასევე არაერთგზის ეუსაბრა ვლადიმერ ზელენსკისაც.