ოპოზიცია , ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, რიგითი ადამიანები, განსხვავებული თაობის და პროფესიის წარმომადგენლები დღეს ხონის ცენტრში, ერთად მოითხოვდნენ რუსული ინტერვენციის შეჩერებას,
ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, ქვეყანას, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ გახდა.
ხონის მუნიციპალიტეტი ჩაერთვება სამხარეო ადმინისტრაციის ჰუმანიტარულ აქციაში, რომლის მიზანი ომში მყოფი ხალხისათვის დახმარებაა.