იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
ჰუმანიტარული აქცია მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებთან.
მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, 12-ვე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სახსრებით გათვალისწინებულია უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შეძენა.
ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.