,,ვოლოდიმირ ზელენსკის
თქვენც მოგაკითხათ რუსულმა ზიზღმა…
ჯამბაზს გეძახით თავად საბრალო
და თქვენს მიწაზე ძმათა სისხლისღვრა,
ცდილობს ისევ თქვენ გადაგაბრალოთ!
სამყაროს საჭე ნეტავ ვინ მისცა
ამ ჭკუით შეშლილს და უპატრონოს?!..
ეყოს რუსული წყალი და მიწა,
იჯდეს კრემლში და კრემლს უბატონოს!
ვინც სადაც იშვა – სამშობლოდ ის წამს,
ყველა ვერ ირგებს გმირის მთავარ როლს…
დღეს თქვენ არ უმზერთ უკრაინის ცას,
თვითონ ცა გიმზერთ მთავარსარდალო!”