კიევში რუსული რაკეტები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. ინფორმაციას УНИАН-ი უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა თავდასხმისას თითქმის ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღი გამოიყენეს.
“რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, თუმცა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა”, – აცხადებენ ინსპექციაში.
უწყების წინასწარი შეფასებით, სანიტარული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ცნობით, პეჩერსკაიას მეტროსთან რადიაციული ფონი უცვლელია და კვლავ ნორმის ფარგლებშია.










