LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო – მეუფე იაკობი

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2019/10/26-ში
A A
175
ნახვა
გაზიარება

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა.

„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე მაგათ ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ მეთქი.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ის პატრიარქთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან წმინდა სინოდში ის ადამიანები, რომლებთანაც ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას ცდილობენ, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ ყველასთან, თუმცა მასთან არა, რადგან მას ყველა „კიდია“.„პირდაპირ გეტყვით, მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ. მე მაგას არ დავუშვებ. ვინც დავასახელე, ყველაზე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას ძალიან გადავუვლი თავზე. რომ ჰგონია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელია…დღევანდელი ხელისუფლება ვისთან მოქმედებს, იმის დოკუმენტებიც მაქვს. ვისაც საგინებელი აქვს, არამარტო ვაგინებ, დედებს მოვუკითხავ ყველას. ყველასთან ცდილობენ თანამშრომლობას. ჩემთან ვერ ეცდებიან იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

თეგები: გახარიაგომელაურიილია მეორეკვირიკაშვილიმეუფე იაკობიპატრიარქი
გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

“ვადაგასული სურსათი გამოავლინეს” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება: „საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის და დაშავებული პედაგოგი – ინციდენტი სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დაპირისპირება მოსწავლეებს შორის და დაშავებული პედაგოგი – ინციდენტი სკოლაში
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის №172-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო....

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი, – ამის შესახებ კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურჯაანში ორი კვირის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 72 წლის აკაკი დემუროვს ერთ-ერთმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა. მამაკაცის ცხედქრი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო...

დაწვრილებითDetails

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
მთავარი

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს საერთო განცხადებით ეხმაურებიან. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ "ეს...

დაწვრილებითDetails

რუსთავში ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტი ათეულობით ადამიანს ჰქონდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
რუსთავში ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტი ათეულობით ადამიანს ჰქონდა
მთავარი

რუსთავში ძაღლს, რომელთან კონტაქტიც ათეულობით ადამიანს ჰქონდა, ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარნეული-სადახლოს გზაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად 60 წელს გადაცილებული კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მარნეულინიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ საიმერლოს მიმდებარედ ცოტა ხნის წინ მოხდა. მათივე...

დაწვრილებითDetails

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ნიგერიამ, ანგოლამ და კენიამ COVID-19-ის ვაქცინები უკვე მიიღეს
მთავარი

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"