უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესებას მოითხოვს – დმიტრო კულება აცხადებს, რომ მსოფლიომ რუსეთის სრული იზოლაცია უნდა მოახდინოს.
“კიევი, ჩვენი ბრწყინვალე, მშვიდობიანი ქალაქი, კიდევ ერთი ღამე გადაურჩა რუსეთის სახმელეთო ჯარების, რაკეტების თავდასხმას. ერთ-ერთი მათგანი კიევში საცხოვრებელ ბინას შეეჯახა. მე ვთხოვ მსოფლიოს: რუსეთის სრულ იზოლაციას. ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის დანგრევას. შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები,” – განაცხადა დმტირო კულებამ.