რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერეს. პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო.
ინფორმაციას კი თავად ევროპული საბჭო ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთს მინისტრთა კომიტეტში წარმომადგენლობის უფლება შეუჩეროს.
ევროპული საბჭო განმარტავს, რომ ეს ღონისძიება დროებითია.










