იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გადაწყვეტილება უკვე ასახულია ევროსაბჭოს Tweeter-ის ოფიციალურ გვერდზე.
მანამდე კი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ “ტვიტერში” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო










