“აღმოჩნდა,რომ სპილო რამბოლინი აქლემ ალისთან მეგობრობს” – ამ სიტყვით დანიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში გამოვიდა სადაც ცირკებში ცხოველების გამოყენების აკრძალვის შესახებ მსჯელოდნენ.
პარლამენტის სხდომას, რომელიც სიცილის ფონზე მიმდინარეობდა ფეისბუკ გვერდზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი კოტე რატიანი გვიზიარებს და წერს:
“ეს დანიაა და მისი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი პარლამენტში გამოსვლისას. სიცილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას იმან გამოიწვია, რომ მეტე დანიის ცირკებში დარჩენილი ბოლო 4 სპილოს გამოსყიდვის შესახებ ყვებოდა.
შარშან დანიამ ცირკებში ველური ცხოველების გამოყენება აკრძალა და მთავრობამ მათი გამოსყიდვა დაიწყო. 4 სპილოს გამოსასყიდად ბიუჯეტიდან 11 მილიონი დანიური კრონა (1,6 მილიონი ევრო) გამოიყო. თუმცა მოულოდნელი დაბრკოლება შეიქმნა – აღმოჩნდა,რომ სპილო რამბოლინი უკვე მრავალი წელია აქლემ ალისთან მეგობრობს. “გვითხრეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამბოლინი და ალი ერთმანეთს არ დავაშოროთ, ამიტომ აქლემის წამოყვანაც მოგვიწია” – თქვა პრემიერმა და სიცილი ვერ შეიკავა, ამის შემდეგ მთელი პარლამენტი იცინოდა. ალის ,რამბოლინს და კიდევ 3 სპილოს ძალიან მალე ახალ სახლში გადაიყვანენ. მთავრობა უფასოდ გადასცემს ცხოველებს იმ პარკს ან ზოოპარკს, რომელშიც მათთვის საუკეთესო პირობები იქნება შექმნილი” – წერს კოტე რატიანი ტავის ფეისბუკ გვერდზე.