თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მძევლად აიყვანეს ჩერნობილის ობიექტების პერსონალი. მისი თქმით, ეს საგანგაშო და შემაშფოთებელია.
“ეს უკანონო და სახიფათო მძევლების აყვანაა, რამაც შეიძლება შეცვალოს საჯარო სამსახურის რუტინული ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ბირთვული ნარჩენების ობიექტების შესანარჩუნებლად და დასაცავად.
აშკარად წარმოუდგენლად საგანგაშო და სერიოზულად შემაშფოთებელია. ჩვენ ვგმობთ ამას და ვითხოვთ მათ გათავისუფლებას”, — ამბობს ის.
ტელეგრამ არხი NEXTA ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის რეგიონში რადიაციის დონის სახიფათო ზრდა დაფიქსირდა.










