„რუსეთი მზადაა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასთან ქვეყნის ნეიტრალიტეტზე და მის ტერიტორიაზე იარაღის განთავსებაზე უარის თქმის საკითხზე მოილაპარაკოს“, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა [პუტინმა] ჩამოაყალიბა თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ რას ველოდებოდით უკრაინისგან კონცეპტუალური „წითელი ხაზის“ პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ნეიტრალიტეტის სტატუსი და იარაღის განთავსებაზე უარი. საკითხავია, არის თუ არა უკრაინის ხელმძღვანელობა ამისთვის მზად“, – განაცხადა პესკოვმა.










