25 თებერვალს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეორე რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
შეხვედრის მთავარი განხილვის თემა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შესაძლებლობა იქნება.
პირველ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა:
? მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სამართლის დარღვევით შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე.
? გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ და საპარლამენტო ასამბლეასთან და გენერალურ მდივანთან მჭიდრო კოორდინაციით, განიხილოს ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევის საპასუხოდ.
? მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
? დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება.
? კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
? გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ.










