„თუ თქვენ, ძვირფასო ევროპელებო, მსოფლიო ლიდერებო, თავისუფალი სამყაროს ლიდერებო, დღეს არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში შესანიშნავად მოქმედებენ.
„დონბასში ჩვენი შეიარაღებული ძალები მშვენივრად მოქმედებენ. ხარკოვის მიმართულება ძალიან რთულია. ძალები მუშაობენ ქალაქის დასაცავად. ისინი საიმედოები არიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენკის თქმით, ყველაზე პრობლემური სიტუაცია სამხრეთშია.
„ჩვენი ჯარები აწარმოებენ სასტიკ ბრძოლებს ხერსონის გარეუბანში. მტერი ცდილობს ოკუპირებული ყირიმიდან მელიტოპოლისკენ გადაადგილებას“, – დასძინა მან.
ზელენსკის თქმით, რთული მდგომარეობაა ჩრდილოეთშიც.
„ქვეყნის ჩრდილოეთით, მტერი ნელ-ნელა მიიწევს წინ ჩერნიგოვის რაიონში, მაგრამ იქ არიან ისინი, ვინც მას აკავებს. ჟიტომირის რაიონში საიმედო თავდაცვაა. გოსტომელშიც მტერი განეიტრალებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.










