უკრაინული მხარის ინფორმაციით, შავ ზღვაში თურქულ გემს, რომელიც ოდესიდან რუმინეთისკენ მიემართებოდა, ბომბი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა pravda ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, იმის მიუხედავად რომ გემი დაზიანდა, მსხვერპლი არ არის. გემი ოდესის სამხრეთით 50 კილომეტრში იმყოფებოდა.
ბორტზე 8 თურქი, 11 ფილიპინელი და 11 უკრაინელი იმყოფებოდა. მომხდარზე კომენტარი თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.










