ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ისაუბრა რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში ლეფორტოვსკის რაიონული სასამართლოს სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ ის ომის წინააღმდეგია და რუსეთი ამით ცდილობს, სხვა პრობლემებიდან გადაიტანოს ყურადღება.
„გარე სამყაროსთან კომუნიკაციის არანაირი მეთოდი არ მაქვს, გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა სასამართლოსა და მსოფლიოსადმი: მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რუსეთის პრობლემებიდან, ეს მხოლოდ უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს…“ – განაცხადა ნავალნიმ.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამ დროს ნავალნის სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მას არ შეეძლო სხვა საკითხებზე საუბარი, გარდა საკუთარი საქმისა.










