მაღაზია 2 ნაბიჯის ყოფილი კონსულტანტი ყვება თუ როგორ ექცევიან მაღაზიაში თანამშრომლებს და ამბობს, რომ მონური შრომის მიუხედავად მაინც მუშაობდა მაღაზიაში მანამ, სანამ მომხმარებელმა შეურაცხყოფა არ მიაყენა, მისი თქმით მომხმარებელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენა, რაზეც მენეჯერისგან პასუხად მიიღო რომ “არაუშავს” დაზიანებული ინვენტარი გაესწორებინა.
თამარ კაპანაძე ორი ნაბიჯის ყოფილი თანამშრომელია. ჩვენთან საუბარში იგი ამხელს მაღაზიათა ქსელს, სადაც მოლარე-კონსულტანტები არ არიან დაცულნი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან სამუშაო ადგილზე.
მძიმე შრომისა და ღიმილის სანაცვლოდ, კონსულტანტები მხოლოდ მიზერულ ანაზღაურებასა და გულგრილობას იღებენ დამსაქმებლისგან.
დამამცირებელი მოპყრობა სუპერმარკეტებში – რას ყვებიან დასაქმებულები?
წყარო: მაუწყებელი • Mautskebeli










