მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ინტერვენციის შესახებ განაცხადა, რუსული რუბლი დოლართან მიმართულებით რეკორდულად გაუფასურდა.
NBC წერს, რომ ერთი დოლარი 89.8903 რუბლი ღირს, რაც თითქმის 10%-იანი გაუფასურებაა დოლართან მიმართებით.
უკრაინის ორი რეგიონის აღიარების შემდეგ, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ, დღეს, 24 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.