„უკრაინის პრეზიდენტი გაფრთხილებულია, რომ 48 საათში, რუსეთი დიდი ალბათობით, უკრაინაში შეჭრას დაიწყებს“, – განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Newsweek-ს.
პენტაგონის შეფასებით, პუტინი სრულად არის მზად ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, რაც შეიძლება, მოხდეს ნებისმიერ მომენტში.
„ის მზად არის. ჩვენ ნებისმიერ დღეს ვამბობდით და, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დღეს ეს დღე იყოს“, – ამბობს ოფიციალური პირი.
ოფიციალური პირის თქმით, რუსული ძალების დაახლოებით 80% ახლა წინა პოზიციებზეა – რაც ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან შეჭრისთვის.
პენტაგონის შეფასებით, შეჭრა შეიძლება, მოიცავდეს საჰაერო დარტყმებს, საკრუიზო რაკეტებს და სახმელეთო ოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეტევა შესაძლოა მოდიოდეს არა მხოლოდ ოკუპირებული დონბასიდან, არამედ ბელორუსიიდან.
ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ოპერაცია უნდა დაიწყოს კიბერშეტევით, რასაც მოჰყვება სახმელეთო შეჭრა, სავარაუდოდ ღამით.
წყარო: pia.ge










