“მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” წარდგენილი კანონპროექტი ბიზნესის რეგულაციებზე პარლამენტში განხილვაზე გავა.
ამ დღეებში შევიტანთ “ამნისტიის” კანონპროექტს, რომელიც სააღდგომოდ გვინდა რომ მოხერხდეს. კანონით უნდა გამოვიდეს უამრავი პატიმარი და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.( რათქმაუნდა პედოფილებს და სხვა მანიაკებს არ შეეხებათ)
(ზოგ-ზოგიერთ პარტიებს და ორგანიზაციებს გთხოვთ ნუ იპარავთ ჩვენ იდეებს და გვაცადოთ მუშაობა)
ასევე ჩვენი ორგანიზაცია შეიტანს ამერიკის საელჩოში ვრცელ წერილს, რაც კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, მაგრამ ეს იქნება სიღრმისეული მუშაობის შედეგად გადადგმული ნაბიჯი, ორიენტირებული ნამდვილად საქმეზე და არა სააშკარაო სანახაობა.
დროა ვაკეთოთ საქმე და არა სანახაობა!
მადლობას ვუხდი თითოეული “მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” წევრს ქვეყნის უანგარო სამსახურისთვის!
მეამაყებით!”-წერს ორგანიზაციის დამფუძნებელი ლადო გამსახურდია.










