მიღებულია გადაწყვეტილება ასევე, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე, აქამდე იყო 6. ღია სივრცეში 15 ადამიანამდე გაიზარდოს 10- ის ნაცვლად. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ ოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი სტუმრების დაშვება იმავე ლოგიკით იქნება შესაძლებელი.
1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.
ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება. უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის მეშვეობით სტუმრებს მომსახურება გაუწიონ.
4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება და იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეეძლება, სადაც ღონისძიება იმართება.
15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიხსნება 70 ადამიანზე შეზღუდვა.
27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დასაშვები იქნება აღნიშნულ ღონისძიებაზე მაყურებელთა 50%-ის დასწრება.
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...










