თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა 14:00 საათზე ჩანიშნული და ის 7 ნოემბრის საქმეს შეეხება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე იმსჯელებს. სხდომას მესამე პრეზიდენტიც დაესწრება და საზოგადოებას სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართავს.
“ერთიანი ნაციონალური მოძროაბა” პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.










