ქუთაისის კოლორიტი თამაზ მონიავა გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, თავზარდამცემი ამბავი დილის 6 საათზე გავრცელდა. კომპოზიტორისა და შემსრულებლის გარდაცვალება ყველასათვის მოულოდნელი იყო.
მეგა ტვ-ში სტუმრობის დროს, მან ერთ-ერთი, ბოლო დროს დაწერილი სიმღერა შეასრულა.
,,ქუთაისს თაზო მონიავა აღარ ყავს. :(( ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ამ დიდ დანაკლისს და ტკივილს. გაანათლოს უფალმა თაზოს, კარგი ქალაქელის, კომპოზიტორის, შემსრულებლის, მეგობრის და ადამიანის სული.”-ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.
“ქუთაისს დღეს მასზე უზომოდ შეყვარებული ერთი მაგარი კაცი დააკლდა ?? მეგობრობის, სიყვარულის, წესიერების და ერთგულების განსახიერება იყავი Tazo Moniava Tamazi Moniava და მუდამ ასეთად დარჩები! ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული! ?” – საკრებულოს წევრი გიგა შუშანია.
“ქუთაისს თაზო მონიავა აღარ ყავს. :(( ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ამ დიდ დანაკლისს და ტკივილს. გაანათლოს უფალმა თაზოს, კარგი ქალაქელის, კომპოზიტორის, შემსრულებლის, მეგობრის და ადამიანის სული.”-ქეთი ბერძენიშვილი.









