“გარდაიცვალა…
ვერ გადავარჩინეთ….
საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა რომ ძილში წავიდა მშვიდად…
შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. ბოდიში ,მეტს ვერაფერს დავწერ…..მადლობა ყველას ვინც ეცადეთ გადაგვერჩინა….. “-წერს მომღერალი თათია გიორგობიანი
იქამდე კი მან პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა რომ 85 წლის კონსერვატორიის ყოფილი ლექტორი ქუჩაში ღის ცის ქვეშ ათენებს ღამეებს. იგი მოქალაქეებს თხოვდა დახმარებას, თუმცა როგორც ჩანს დახმარებამ დაიგვიანა .
“კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ…
2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს.
ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად.
გთხოვთ, რომ ვისაც რითი შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ“-წერდა თათია.