NDI ახალ კვლევას აქვეყნებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი მონაცემების მიხედვით, კითხვაზე – “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს” – შედეგები ასე გადანაწილდა:
არცერთი პარტია – 41%
“ქართული ოცნება” – 24%
უარი პასუხზე – 12%
ენმ – 9%
არ ვიცი – 6%
სხვა – 8%
NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.










