კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს.
ლუი ანდერსონი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას ანიმაციური სერიალიდან Life With Louie იცნობს, 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა. ანდერსონს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Coming To America, Ferris Bueller’s Day Off, Nash Bridges. იყო სტენდაპ კომიკოსი, ასევე რამდენიმე საოჯახო შოუს წამყვანი.










