მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი “კეჰაბე” თეატრალური პრემიის “დურუჯი” სამ ნომინაციაშია წარდგენილი. ესენია საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა” და საუკეთესო მუსიკა.
საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის “ჰეკაბესთან” ერთად წარდგენილია გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი “ანტიმედეა”.
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა” – “ჰეკაბეს” კონკურენციას გაუწევენ “ანტიმედა” და ფოთის სახელმწიფო თეატროს სპექტაკლი “მარინა რევია”.
საუკეთესო მუსიკა – კატეგორიაში “ჰეკაბესთან” ერთად წარდგენილები არიან სპექტაკლები “ღვთაებრივი კომედია” და “ანტიმედეა”.
წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს.
დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდის “ცისკარი” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.