დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 14 041 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 805 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 40 377, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, PCR ტესტით – 16 681.