LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

დაპოსტა 2021/12/31-ში
A A
150
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს:

რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?”- კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. 

ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა, მოგასმენინოთ არა ჩემი, არამედ ჩვენი შვილების ხმა… 

• მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე, არ მაქვს. თუკი გაქვს საშუალება და გამახარებ კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ მადლობელი ვიქნები. სოფელი დირბი 

• გამარჯობა. მე ვარ ვაკო, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო. ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. მე მაქვს თქვენი იმედი და დაგელოდებით. მჯერა ამისრულებთ ნატვრას. ქალაქი გორი 

• მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა, რომ თოვლის პაპამ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა. ქალაქი გორი 

• არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახარო. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და ნანკა 1 წლის და 6 თვის. ვართ სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით, ჩემი ძმა გაიხარებს თქვენი დანახვით. გელით დიდი სიხარულით. სოფელი დირბი

• მე ვარ ანა 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მინდა თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი, დედა ვერ ყიდულობს, მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია. ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას. სოფელი ქიწნისი 

• მე ვარ დათუნა 8 წლის. ვართ სოციალურად დაუცველი. მე მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინგაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო თანატოლებივით. სოფელი ქვეში ამ ბავშვებს შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს.

ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“.

ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო… ჩვენ დღეს უარესი გვჭირს: ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს.

უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები!

ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან

მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა.

არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება – არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო – არა!

ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: – რით გაგახაროთ? გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! 

ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება! 

მე იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!

 

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"