LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაჩქარებული წესით ოცნება ვერ გააუქმებს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს-ანა ნაცვლიშვილი

დაპოსტა 2021/12/30-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

ანა ნაცვლიშვილმა ფრაქცია „ლელოს“ სახელით, სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა და ბიუროს თავმჯდომარეს ალტერნატიული კანონპროექტის განხილვის მიზნით, ბიუროს სხდომის ჩანიშვნა მოსთხოვა, რათა პარტიას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა მიეცეს.

დაჩქარებული წესით ოცნება ვერ გააუქმებს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს.

ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს, ვთქვათ ეს ღიად! რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც არ მოგწონთ და სახლში უნდა გავუშვათ. პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანი, 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა და ახლა იმიტომ, რომ მისი სახლში გაშვების კანონიერი მექანიზმი კანონმდებლობაში არ არსებობს, რეფორმა უნდა ჩაატაროთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთანავე, ანა ნაცვლიშვილმა პარტია „ლელოს“ სახელით, სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა და ბიუროს თავმჯდომარეს ალტერნატიული კანონპროექტის განხილვის მიზნით, ბიუროს სხდომის ჩანიშვნა სთხოვა იმისთვის, რათა პარტიას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა მიეცეს.

„კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს, მით უმეტეს, რომ ამხელა რეფორმაა, გავიაროთ კონსულტაციები შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან, ვენეციის კომისიასთან და ოდირთან. თუ ასეთი კარგია თქვენი რეფორმა, იტყვის ის ხალხი და ჩვენ გავჩუმდებით, ბოდიშს მოვიხდით და ვიტყვით, რომ რაღაც შეგვეშალა. აქ არა მხოლოდ გაუქმებაზეა საუბარი, პარლამენტის მიერ 6 წლით არჩეული დამოუკიდებელი თანამდებობის პირის სახლში გაშვებაზეა საუბარი. არდაწერილი სტანდარტია და დასაბუთებაც არ გვაქვს. მაშინ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს, ვთქვათ ეს ღიად! ლონდა თოლორაიაზე კი არ არის საუბარი, პრინციპზეა საუბარი, რა სტანდარტს ვამკვიდრებთ.

აქვე, ფრაქცია „ლელოს“ სახელით, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვისარგებლოთ რეგლამენტის 108-ე მუხლით, რომელიც ეხება ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას. როგორც რეგლამენტში არის ჩაწერილი, იმ წუთიდან, როცა ბიურო დაიწყებს პროცედურას კანონპროექტის განხილვისა, ამ მომენტიდან საკომიტეტო მოსმენამდე, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლებამოსილება. მე თან მაქვს ალტერნატიული წინადადება სახელმწიფოს ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ამასთანავე, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გააპროტესტა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა გაუქმდეს და ბიუროს წევრებს მიმართა კითხვით, როდის მოხდება პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მოსმენა.

„რეგლამენტის 117-ე მუხლში, სადაც დაჩქარებულ წესზეა საუბარი, არის ასეთი ჩანაწერი, რომ არ შეიძლება დაჩქარებული წესით განხილვა გარკვეულ შემთხვევებში და შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ ეს ითვალისწინებს კანონში ცვლილების შეტანას. 31 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც არის დაახლოებით 300 გვერდი და ეს არ არის კანონში ცვლილება, ეს არის რეფორმა, თქვენ თავადაც ხომ რეფორმას არქმევთ ამას – ერთი ინსტიტუცია უნდა გაუქმდეს, მის ადგილას უნდა აღმოცენდეს – ორი და ამავე დროს, როგორც თქვენ ამბობთ, ფუნქციები უნდა გაუფართოვდეს. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არასწორი იქნება ამ სტანდარტის დამკვიდრება ბიუროს მხრიდან, რომ ერთ კვირაში გავიაროთ კომიტეტიც, პლენარულიც, სამივე მოსმენა. მაშინ გამოდის, რომ აკრძალვა დაჩქარებული წესის ჩართვაზე, რომელიც რეგლამენტში არის, ვაუქმებთ. მაშინ ვთქვათ, რომ ნებისმიერი შეგვიძლია განვიხილოთ დაჩქარებული წესით.

რაც შეეხება ფორმას – ყველაფერი მინახავს, მაგრამ მე მგონი ადამიანური სტანდარტების დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ. ადამიანმა დღეების წინ გააჩინა ბავშვი და მასთან და მის სამსახურთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მედიით აგებინებთ, რომ უშვებთ სახლში. ეს რა სტანდარტია საერთოდ? მე არ მესმის, აქ პოლიტიკაზეც აღარ არის საუბარი და რეგლამენტის დაცვაზე.

ახლა გაგახსენდათ, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებებია ჩასატარებელი? გთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, როდის მოვისმენთ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს?

მე მგონი პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ჩვენს თავს და არ მოვატყუოთ არავინ, რომ ერთ კვირაში ვინმე წაიკითხავს 1500 გვერდს, იაზროვნებს და შინაარსობრივ განხილვას უზრუნველყოფს, დამფასოებლები ხომ არ ვართ რაღაც პროდუქტის, რომ მექანიკურად დავაფასოოთ გავუშვათ და ბეჭედი დავარტყათ,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"