5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედ შირანმა ნამუშევარი, Shape of You გაავრცელა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტის კომპოზიცია ისტორიაში პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც Spotify-ზე 3 მილიარდ მოსმენას გადააჭარბა. „იუთუბზე“კლიპს ამ დროისთვის 5,5 მილიარდი ნახვა აქვს.
„დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, კომენტარებში მიამბეთ თქვენი ისტორიის შესახებ, რომელიც ამ სიმღერას უკავშირდება“, – ამბობს გახარებული ედი „ინსტაგრამზე“ განთავსებულ ვიდეოში.










