„ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარს. იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი“ (ილია მეორე).
44 წლის ასაკში იტვირთა პატრიარქობის ჯვარი ჩვენმა უწმინდესმა და უკვე 44 წელია უფლის წყალობასა და ლოცვა-კურთხევასთან ერთად, მის ცხოვრებას ერის დიდი სიყვარული და პატივისცემა მუდმივად თან სდევს.
“ჯვარო უმძიმესო, ჯვარო უუტკბესო
სოფლის სიშავიდან მადლი ამოძოვე
მამა დაგვილოცეთ დიდნო წინაპრებო,
ჯვარო უძლეველო – მამა დაგვილოცე.”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვულოცავთ აღსაყდრებიდან (ინტრონიზაციიდან) 44 წლისთავს. მრავალჟამიერ თქვენს პატრიარქობას, თქვენო უწმინდესობავ! “- ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.










