“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი განმარტავს, ვის უიაფდება მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო გადახდის სისტემის შემოღებით.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მოსარგებლეს უიაფდება მგზავრობა, რადგანაც ის გრძელვადიან აბონემენტს ყიდულობს და ყველა შემთხვევაში იაფი გამოსდის მგზავრობა. სამი ტრანსპორტის გამოცვლა ვისაც უწევს, იმათაც ცალსახად იაფი გამოსდით.
მიდის სპეკულირება ამ საკითხზე, რომ ხალხს უჭირს – რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს, მაგრამ ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც გრძელვადიანი აბონემენტის ყიდვა არ შეუძლიათ, მაგრამ ყოველდღიურად საქმიანობენ და მგზავრობენ, ფაქტობრივად, ყველა ასეთი ჯგუფი მოცულია შეღავათებით,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.










