ბოსფორის სრუტეს გავლით გემების მოძრაობა შეჩერებულია. მიზეზი ტანკერის ავარია გახდა.
თურქეთის სანაპირო დაცვის სამმართველოს განცხადებით, ხომალდთან ბუქსირები გაგზავნეს.
“ტანკერ Usichem-ის კაპიტანმა, რომელიც მზესუმზირის ზეთის გადაზიდვას ახორციელებდა და ბოსფორის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა, ხომალდის გაუმართაობის შესახებ განაცხადა.
ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ბუქსირები და ჩქაროსნული ნავი გავგზავნეთ. სრუტეს გასწვრივ მოძრაობა შეჩერებულია, სანამ სამუშაოები არ დასრულდება“, – განაცხადეს უწყებაში.
წყარო: report.ge










