Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 282 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 49 347, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 387, PCR ტესტით – 14 960.