მოსკოვის წინადადებები, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ვაშინგტონს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წარედგინა.
“ჩინეთს მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში რუსეთის წინადადებები საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს შეესაბამება, ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის გაზრდას, კონფლიქტების რისკის შემცირებას და გლობალურ და რეგიონულ სტრატეგიულ სტაბილურობას ხელს უწყობს“, – განაცხადეს პეკინში.
უწყების განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა, რომ ქვეყნებმა, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, უთანხმოება კონსულტაციების გზით მოაგვარონ.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმებების პროექტები აშშ-სა და NATO-სთან “უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”, რომელშიც აშშ-მა უნდა აიღოს ვალდებულება, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოება გამორიცხოს და უარი თქვას ალიანსში ისეთი სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც მანამდე სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდნენ.
მოსკოვის განცხადებების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამზადებს საკუთარ შენიშვნებს იმ სახიფათო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს.










