ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73% შტამ “ომიკრონზე მოდის.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, “ომიკრონი” აშშ-ში დომინანტი შტამი გახდა.
ამასთან, აშშ-ში “ომიკრონით” გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტი 50 წლის მამაკაცია. ის აცრილი არ იყო და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.
კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს – სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.