გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, დაბადების დღის მისალოცად შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა პალატის ფანჯრიდან მიმართა:
“ვერანაირი ივანიშვილი და მისი ბანდა ჩვენ ვერ მოგვერევიან, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ… მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, შეტევა ბოლომდე, ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების. მე არ მეშინია, ვიბრძვი ბოლომდე… გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისგან, თქვენი დიდი იმედი მაქვს, მთავარია ერთობა, მთავარია არჩამოშლა, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, როგორც მოწინავე ქვეყანა”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფებოდნენ. მათ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს.
მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ასევე ულოცავენ სოციალური ქსელით.
,,თანამედროვეობის ყველაზე მაგარ ქართველ პოლიტიკოსს, პოლიტიკის ჩემპიონს, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარ ლოდეს, ენმ ლიდერს და ჩემს საამაყო მეგობარს, მიშას ვულოცავ დაბადების დღეს!
ვუსურვებ ჯანმრთელობას, პუტინის პირადი, პოლიტიკური ტყვეობიდან, მალე გათავისუფლებას და მისი ლიდერობით, საქართველოს თავისუფლებას, გამთლიანებასა და ცივილიზირებულ ქართულ, მაშასადამე ევროპულ სახელმწიფოთ, სწრაფად ჩამოყალიბებას! ??❤️✌️?
#თავისუფლებამიშას!??❤️✌️
თავისუფლება საქართველოს!??❤️✊”-წერს გიორგი ბარამიძე.










