აშშ-ის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ რაიონებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდამ 6,2-ს მიაღწია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მენდოსინოს კონცხის მახლობლად დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად შენობებს მცირე დაზიანება მიადგა, კერძოდ, ჩამტვრეულია მინები. მსხვერპლისა და დიდი ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა










