LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ ბევრად უფრო საშიში და ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ-სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ბევრად უფრო საშიში და ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ-სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2021/12/21-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა, ეროვნული გვარდიის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისა და სამშობლოს წინაშე ერთგული, ხანგრძლივი და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ ბერელიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის ძალებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, ხალხისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლებში დაღუპულ გვარდიელთა ხსოვნას და აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდია თანამედროვე ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესში თავდაცვის ძალებს განსაკუთრებული როლი აქვს.

მისივე თქმით, შერიგება არის რთული, კომლექსური პროცესი.

“მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს თავდაცვის ძალებს და საზოგადოებას, რამეთუ, დღევანდელ დღეს ჩვენ ბევრად უფრო საშიში და ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რასაც პოლარიზაცია და ქვეყნის ორად დაყოფა ჰქვია.

ამ მდგომარეობაში, თქვენ, ჩვენს თავდაცვის ძალებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ადგილი გიჭირავთ და ხართ ერთიანობის, დეპოლიტიზაციისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის სიმბოლო. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვიძლიერებს ზურგს და რაც გვიცავს იმისგან, რომ ამ დაპირისპირებაში მთიანად დავიშალოთ.

ამიტომ, მე მინდა თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი წინადადება და ინიციატივა, რომ დავიწყოთ ეროვნული თანხმობის პროცესი.

მინდა ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რადგან ეს ყველას არ ესმის: ეს არ არის მარტივი – დღეს მოვილაპარაკეთ და ხვალ შევრიგდით, ეს არის რთული, კომლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ყველას: პოლიტიკურ ძალებსა და პირველ რიგში, საზოგადოებას. ეს არ იქნება ერთდღიანი, ან ორდღიანი პროცესი, ამას ყველას ჩართულობა სჭირდება.

მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები ვერაფერს ვერ შეძლებენ, თუ მათ ზურგს უკან არ იქნება მთავარ მიმართულებებზე გაერთიანებული საზოგადოება – არა რაღაც კონსენსუსის ირგვლივ ხელოვნურად გაერთიანებული, არამედ შინაგანად, ამ ქვეყნის მოთხოვნებისა და ქვეყნის საფრთხეების მიმართ გაერთიანებული საზოგადოება.

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ერთად ვიდგეთ მთავარი გამოწვევების დაძლევისთვის. ამაში, თქვენ წინა ფრონტზე ხართ, მაგრამ თქვენს უკან მდგომი საზოგადოების გაერთიანების გარეშე ტერიტორიული გაერთიანების, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიების დაცვის ვერცერთი გეგმა ვერ იქნება სრულყოფილად დაცული, თუ არა ეს საზოგადოებრივი ძალა, რომელიც თქვენ გაძლევთ მიმართულებას, თქვენ ვალდებულებას, მისიას კი, რეალურად აზრს აძლევს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"