ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია.
„თანმიმდევრული მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. უფრო სავარაუდოა, რომ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები დაინფიცირდნენ ან ხელახლა დაინფიცირდნენ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.










